ფეხბურთი

20:42 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კალაფიორი იტალიის ნაკრების ბანაკს გამოეთიშა

„არსენალის“ 23 წლის მცველი რიკარდო კალაფიორი იტალიის ნაკრების ბანაკს გამოეთიშა, წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფეხბურთელი, რომელმაც უკვე გამოტოვა მოლდოვასთან მატჩი, ბარძაყის ტრავმისგან ვერ გამოჯანმრთელდა და დატოვა ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბანაკი.

კალაფიორიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ჯგუფურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.

იტალიის ნაკრები I ჯგუფში 18 ქულით მეორე ადგილზეა. ნორვეგია ლიდერობს 21 ქულით. ეს გუნდები 16 ნოემბერს შეხვდებიან ერთმანეთს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094533