პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციის თაობაზე აპელაციას ამზადებს.
როგორც Record-ი იტყობინება, მიზანია, რომ დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანი იყოს, რათა რონალდუმ მუნდიალზე მატჩ(ებ)ი არ გამოტოვოს.
ირლანდიას მატჩში ის არასპორტული საქციელის გამო გააძევეს, რის გამოც მოსალოდნელია, რომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყის ორ შეხვედრას გამოტოვებს.
პორტუგალიური ფეხბურთის ბოსები იმედოვნებენ, რომ მხოლოდ ერთმატჩიან დისკვალფიკაციაზე მიაღწევენ შედეგს, რაც რონალდუს მხოლოდ 16 ნოემბერს, სომხეთთან შეხვედრას გამოტოვებინებს.









