ფეხბურთი

23:45 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ასე ვერ გავაგრძელებთ, ფეხბურთელებს ფულს ვუხდი და ისინი ნაკრებში ტრავმებს იღებენ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კიდევ ერთხელ გამოვიდა სანაკრებო პაუზების და ნაკრებებში ფეხბურთელების გაშვების წინააღმდეგ.

დე ლაურენტისი ძალიან გაბრაზებულია, რადგან კამერუნის ნაკრებში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ მძიმე ტრავმა მიიღო, მანამდე ნაკრებიდან „ნაპოლის“ ამირ რაჰმანიც ტრავმირებული დაუბრუნდა. ასე რომ, იტალიური კლუბის პრეზიდენტი ცვლილებებს მოითხოვს და ამბობს, რომ სანაკრებო მატჩები ერთ ფანჯარაში უნდა გაიმართოს.

მას აქვს იდეა, რომ ტრავმის შემთხვევაში კლუბებს შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადონ და საჭიროების შემთხვევაში სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნას, რათა ტრავმირებული ფეხბურთელის შეცვლა კლუბმა მოახერხოს.

„მე ჩემს ფეხბურთელებს ფულს ვუხდი და შემდეგ ისინი ნაკრებებიდან დამტვრეულები ბრუნდებიან. რაჰმანის ტრავმა აქვს, ანგისაც დაშავებულია. ასე ვერ გავაგრძელებთ. უნდა შევამციროთ გუნდების და მატჩების რაოდენობა, თავიდან უნდა ავიცილოთ მუდმივი სანაკრებო შესვენებები და სანაკრებო მატჩები ერთ პერიოდში მოვათავსოთ. ფეხბურთელები კლუბების თანამშრომლები არიან და ვინც მათ ხელფასს უხდის, უნდა ჰქონდეთ საკუთარი ხმა. მე ვთავაზობ ფიფას და უეფას - სავალდებულო კომპენსაციას და საგანგებო სატრანსფერო ფანჯარას ზიანის აღმოსაფხვრელად.

საკლუბო სეზონი რომ დაიწყება, აღარ უნდა გაჩერდეს, უნდა დასრულდეს. ამიტომ, უნდა შევამციროთ გუნდების და მატჩების რაოდენობა, თავიდან ავიცილოთ მუდმივი პაუზები. სეზონი ივლისში დავიწყოთ და მარტის ბოლოს დავასრულოთ. ამ გზით დარჩენილი დრო სანაკრებო ვალდებულებებს მოხმარდება და ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ფეხბურთელი კლუბშია დასაქმებული, ჩემი კლუბისთვის თამაშობს და კარგ ხელფასს იღებს. ამ საკითხში უნდა მქონდეს ხმის უფლება, გავუშვა თუ არა ის ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ასე არ არის. თუ ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, უნდა შემეძლოს მისი შეცვლა და საგანგებო სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შევძლებ სეზონის ბოლომდე ჩატარებას? ამის ნაცვლად, ფიფას და უეფას ეროვნული საკლუბო ჩემპიონატები არ აინტერესებს. ესაა უძრავი სისტემები, სადაც არავის სურს თავისი ადგილიდან წამოდგომა და ყველაფრის კონტროლი უნდათ", - თქვა დე ლაურენტისმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090874