ფეხბურთი

12:05 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე პაული: "სანამ არგენტინაში გავემგზავრებოდით, მესიმ მოულოდნელად მითხრა, რომ ჯერ ბარსელონაში უნდა ჩავსულიყავით"

"ინტერ მაიამისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა როდრიგო დე პაულმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა და გაიხსენა ბარსელონაში, კერძოდ "კამპ ნოუს" მონახულების ისტორია.

"სანამ არგენტინაში ნაკრების შეკრებაზე გავემგზავრებოდით, ლეომ მოულოდნელად ღიმილით მითხრა, რომ ჯერ ბარსელონაში უნდა გაგვევლო, რადგან "კამპ ნოუს" ნახვა სურდა. თავიდან ეს ხუმრობა მეგონა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მაიამიდან კერძო თვითმფრინავით წამოვედით, ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა. მესის არ სურდა ხმაური, არანაირი კამერები და ხალხმრავლობა. სტადიონთან ახლო მდებარე სასტუმროში დავრჩით, ის აივანზე იჯდა და "კამპ ნოუს" უყურებდა, რა დროსაც ჩუმად ჩაილაპარაკა - "ამ ადგილს ჩემს ცხოვრებაში მთელი ადგილი უჭირავს", მე ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ გავუღიმე და დავეთანხმე - ასეა ლეო, არ არსებობს კლუბი შენი ღირსი ბარსელონას გარდა" , - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ რამდენიმე დღის უკან სოციალურ ქსელში "კამპ ნოუზე" ყოფნის სურათები გამოაქვეყნა და ამ ფაქტს ემოციური პოსტიც მიუძღვნა.

ლიონელ მესი "ბარსელონას" მაისურით 2025-2021 წლებში თამაშობდა, არგენტინელმა 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა და 303 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088521