ფეხბურთი

17:12 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაიწყო, სადაც ოთხგუნდიან ჯგუფში თამაშობს.

ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ტურში მასპინძელ ხორვატიასთან 0:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში ანგარიში კარლო შიმიჩმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ტომას ბაკოვიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჯგუფში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს: 15 ნოემბერს, სერბეთს შეხვდება, ხოლო 18 ნოემბერს - გიბრალტარს.

ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი გუნდი გავა, ხოლო ჯგუფების მესამეადგილოსნებს შანსი ექნებათ, რომ საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდის სტატუსით გავიდნენ შემდეგ წრეში.

ხორვატია - საქართველო 2:0 (1:0)

საქართველო: ყავლაშვილი, ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, შათირიშვილი, ხუციშვილი, მურვანიძე (კურპავა 79), დანელია (ნიორაძე 72), რატიანი (გოგილაშვილი 90), დიაკონიძე, ჩიქოვანი (ბართიშვილი 72), დოლტმურზიევი (ფერაძე 72)

გოლები: 1:0 შიმიჩი (30), 2:0 ბაკოვიჩი (76)

0.092201