ფეხბურთი

11:15 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებმა ბონუსების გადაუხდელობის გამო პროტესტის ნიშნად არ ივარჯიშეს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის მატჩამდე ორი დღით ადრე ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ვარჯიშზე უარი თქვეს.

როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელები უკმაყოფილო არიან, რომ ფედერაციამ მათ ბონუსები არ გადაუხადა და ეს სიტუაცია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ბოიკოტს ტექნიკური სტაფიც შეუერთდა. ჯერჯერობით, უცნობია, ივარჯიშებენ თუ არა ისინი დღეს, რადგან მატჩი გაბონის ნაკრების წინააღმდეგ 13 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

პარალელურად, ალექს ივობიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქ რაბატის სასტუმროში, სადაც ნიგერიის ნაკრებია დაბინავებული, ძალიან ცუდი პირობებია.

აფრიკის პლეი-ოფის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს მაროკო მასპინძლობს. ნიგერია გაბონს, ხოლო კამერუნი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, იქ მოგებული კი, კიდევ ერთ პლეი-ოფში გადაინაცვლებს, რომელიც უკვე მარტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172982