ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო საქმეს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ ფრანგმა თავად განაცხადა.
„ეს მალე მოხდება, ძალიან მალე“, - ციტირებს ზიდანის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მადრიდის „რეალის“ გარდა, არსად უმუშავია, ბოლოს 2021 წელს და მას შემდეგ ისვენებს. სავარაუდოდ, ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება, რაც მისი დიდი სურვილია.
გასათვალისწინებელია, რომ საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შემდეგ დიდიე დეშამი დატოვებს, რაც უკვე დადასტურდა.









