„დიდი სლემის“ ოთხგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მეორე ჩოგანმა იტალიელმა იანიკ სინერმა ტურინში 2025 წლის ATP-ის ფინალის ჯგუფურ ეტაპზე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი (რეიტინგში მერვე) 7-5, 6-1 დაამარცხა.
მატჩი 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. მატჩის განმავლობაში სინერმა ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 10 ბრეიკ-პოინტიდან სამი გარდასახა. ოჟე-ალიასიმს ცხრა ეისი, ორი ორმაგი შეცდომა და არც ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.
ATP-ის ფინალი 9-დან 16 ნოემბრამდე გაიმართება. მოქმედი ჩემპიონია იანიკ სინერი. მან შარშანდელ ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა.









