ფეხბურთი

22:48 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი სავარაუდოდ, კარეირას კატარში გაგარძელებს

რობერტო მანჩინი დიდი ალბათობით, „ალ-სადის“ მწვრთნელი გახდება. 60 წლის იტალიელ სპეციალისტსა და კატარულ კლუბს მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმად, მანჩინის ზაფხულში კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება. იტალიელს იმედი აქვს, რომ 2026 წლის ზაფხულში ევროპაში საინტერესო შეთავაზება ექნება.

რობერტო მანჩინი ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „გალათასარაიში“, „ზენიტსა“ და იტალიის ნაკრებში იმუშავა, რომელსაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083906