საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში „მეცმა“ „ნიცა“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
„მეცი“ აგებდა, მაგრამ 53-ე წუთზე პენალტით გოტიე ანმა გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე ჰაბიბ დიალომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 12 მატჩი და 1 საგოლე პასია. გიორგი აბუაშვილს, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა, ამჯერად თამაშის შანსი არ მისცემია, სათადარიგო სკამზე დარჩა. გიორგის აქტივში 8 შეხვედრაში 1 გოლია.
„მეცმა“, რომელიც 9 ტურის შემდეგ მოგების გარეშე იყო, ზედიზედ მესამე მოგებით, 11 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 23 ნოემბერს, „ბრესტს“ ესტუმრება.






