ფეხბურთი

18:17 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტოვენი: "მარსელიდან" ჩემი წასვლა იდენტური იყო, როგორც მიქაუტაძეს "ლიონის" დატოვება მოუწია"

„ლანსის“ ფეხბურთელმა ფლორენ ტოვენმა თავის დროზე „მარსელის“ დატოვებაზე ისაუბრა და მისი სიტუაცია გიორგი მიქაუტაძისას შეადარა, რომელსაც ზაფხულში „ლიონიდან“ წასვლა სურვილის საწინააღმდეგოდ მოუწია.

„საერთოდ არ მინდოდა, „მარსელის“ დატოვება, კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წელი იყო დარჩენი, კლუბთან ძალიან მიჯაჭვული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ „მარსელში“ ჩემი დრო დასრულებული არ იყო. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ კლუბი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ფინანსური დეტალების შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ მაშინ ვინსენ ლაბრუნს ვენდობოდი და როდესაც მსგავსი რამ მითხრა, მჯეროდა, რომ არ მატყუებდა. იგივე რამ წარმიდგინეს, როგორც მიქაუტაძეს „ლიონში“, ამ ზაფხულს კლუბის დატოვება რომ მოუწია. ზუსტად იგივეა. იმ დროს მივიღე ერთ-ერთი შეთავაზება „ნიუკასლისგან“, რაც კლუბს ფინანსურად დაეხმარებოდა. უკან მოხედვა ახლა ადვილია, მაგრამ კარიერა ასე არ უნდა ააშენო. ჩემზე ამბობენ, შეხედეთ, „ნიუკასლში“ არაფერი გაუკეტებია. დიახ, მაგრამ გარემოებები უნდა გავითვალიწინოთ. საქმე მხოლოდ ლიგასთან, ფეხბურთის სტილთან ადაპტაციაში არ არის, საქმე გუნდის თამაშშია, რასაც ჩემს შესაძლებობებთან საერთო არაფერი ჰქონდა. ზოგჯერ, 9 ნომრის პოზიციაზე მათამაშებდნენ“, - თქვა ტოვენმა.

შეგახსენებთ, რომ ფლორენ ტოვენი 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის საფრანგეთის ჩემპიონატს დიდი ხნის შემდეგ წელს დაუბრუნდა, როდესაც „უდინეზედან“ „ლანსში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091901