„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში „ტოტენჰემ ჰოსფურთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. „წითელი ეშმაკები“ ზედიზედ ხუთ მატჩში არ დამარცხებულან, რაც 2024 წლის თებერვლის შემდეგ არ მომხდარა.
მანკუნიანელების სერია მე-7 ტურის მატჩით დაიწყო „სანდერლენდთან,“ სადაც რუბენ ამორიმის გუნდმა 2:0 მოიგო. შემდეგ მათ ლივერპულთან (2:1) და „ბრაიტონთან“ (4:2) გაიმარჯვეს. „ნოტინგემ ფორესტთან“ ფრედ 2:2 ითამაშეს, ახლა კი „წითელი ეშმაკების“ სერია „ტოტენჰემთან“ შეხვედრით გაგრძელდა. შემდეგ ტურში მანკუნიანელები 24 ნოემბერს „ევერტონს“ უმასპინძლებენ.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა.






