„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კარიერაში მე-1000 მატჩზე ისაუბრა, რომელსაც ის „ლივერპულთან“ გამართავს.
როგორც ესპანელმა თქვა, „ბარსელონა“ მისი კლუბია, ხოლო „ლივერპული“ ყველაზე დიდი მეტოქე სამწვრთნელო კარიერაში:
„აქ ძალიან დიდი ხანია ვარ, ამ ქვეყანამ ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ბარსელონა“ ჩემი კლუბია, „ბაიერნიც“ საოცარი იყო. „ლივერპული“ კი ჩემი ყველაზე დიდი მეტოქეა ინგლისში, განსაკუთრებით მაშინ იყო, როცა მათ კლოპი წვრთნიდათ. განსაკუთრებული იქნება ჩემს კარიერაში მე-1000 მატჩის „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაში“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 9 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.






