ფეხბურთი

17:21 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ლიონთან" მატჩი ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, „ბაიერნთან“ წაგების შემდეგ ფეხბურთელები ძალიან მოტივირებული არიან და ამიტომაც, მომავალი შეხვედრის წინ დადებითი განწყობა აქვს:

„მომწონს ჩემი ფეხბურთელების რეაქციის ნახვა დამარცხების შემდეგ. როდესაც წაგების შემდეგ გასახდელში შედიხარ, შეგიძლია ბევრი რამ დაინახო და გააანალიზო. ვხედავ, როგორ არიან ისინი, როგორ მუშაობენ შემდეგ ვარჯიშზე. ყველაფრით, რასაც ვხედავ, ძალიან ბედნიერი ვარ. ლიონში მატჩი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ამ მატჩს დიდი ამბიციით ვხვდებით.

ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან მიყვარს გამოწვევები! პოზიტიურად ვარ განწყობილი. ფეხბურთში მომხდარ მოვლენებს უნდა შეეგუო და ეს უმაღლესი დონის ფეხბურთში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. მომწონს ის ფეხბურთი, რომელსაც ისინი თამაშობენ. ასევე ლამაზი სტადიონი აქვთ. მოუთმენლად ველით ამ მატჩს.

ანალიზის შემდეგ, ვფიქრობ, რომ „ბაიერნთან“ მატჩში ბევრი დადებითი რამ გავაკეთეთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი, რაც კი გვითამაშია, მაგრამ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და შეგვიძლია ამ თამაშში მიღწეულზე დაყრდნობით წინსვლა. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ფეხბურთელებმა ამ კვირაში ვარჯიშზე გააკეთეს. მომავალზე ვართ ორიენტირებულნი და ჩვენი გზით უნდა გავაგრძელოთ სვლა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ – პსჟ-ს მატჩი 9 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090202