„ლივერპული“ დომინიკ სობოსლაისთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა, ზუსტი დეტალები უცნობია. ინგლისურ კლუბში ძალიან კმაყოფილები არიან უნგრელი ფეხბურთელის თამაშით.
დომინიკ სობოსლაი „ლივერპულში“ 2023 წლიდან თამაშობს და 109 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 17 გოლის გატანა მოახერხა.






