სევილიის „ბეტისის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ფეხბურთში წესების ცვლილების იდეით გამოვიდა.
როგორც მან თქვა, ფეხბურთელებს მოედნის მეტოქის ნახევრიდან საკუთარ ნახევრზე ბურთის დაბრუნება უნდა აეკრძალოთ, რაც თამაშს უფრო დინამიურს გახდის.
„ფეხბურთი რომ უფრო დინამიური გახდეს, შეიძლება წესებიც შეცვლად. მაგალითად, ფეხბურთეელბისთვის საკუთარი ნახევრის გადაკვეთის შემდეგ საკუთარ ნახევარზე ბურთის დაბრუნების აკრძალვა. ეს თამაშს უფრო სწრაფს და სანახაობრივ გახდის, რაც გუნდებს მეტოქის კართან უფრო დარჩენას აიძულებს“, - თქვა ჩილელმა მწვრთნელმა.






