ფეხბურთი

19:40 | 7.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დე ლა ფუენტე: "საქართველოსთან მატჩი რთული იქნება, მაგრამ გვინდა მუნდიალზე გავიდეთ"

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში რთულ მატჩს ელოდება. თუმცა, სურს, რომ მისმა გუნდმა მუნდიალის საგზური სწორედ თბილისში მოიპოვოს.

„პირველ რიგში, საქართველოსთან რთული მატჩი იქნება, რომელიც უნდა გადავლახოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ, შემდეგ კი ვნახოთ. რაც არ უნდა მოხდეს პირველ შეხვედრაში, თურქეთის წინააღმდეგ მაინც საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ, რადგან გვინდა, რომ ფიფას რეიტინგში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ.

იამალი აქ იქნება მანამ, სანამ საჭიროდ ჩავთვლით. ბევრი რამ დევს სასწორზე და გვინდა, რომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები ჩვენთან ერთად იყვნენ. კარვახალთან კამათი? ყოველთვის მემახსოვრება, როგორ ეხუტებოდა ლამინი დანის ხორვატიასთან გატანილი გოლის შემდეგ. ეს არის რეალობა. აქ დიდი ოჯახივით ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ესპანეთის ნაკრებს 12 ქულა აქვს და ერთადერთი ქულა სჭირდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს. „ფურია როხა“ თბილისში სტუმრობის შემდეგ ბოლო ტურში თურქეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.04625