„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ალისონის დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს, „ნოტინგემთან“ მატჩში ელოდება.
„ალისონი ნამდვილად და ფრიმპონგიც დაბრუნდება სანაკრებო შესველების შემდეგ. არ ველოდები, რომ ჟერემი „ნოტინგემისთვის“ სრულად მზად იქნება, მაგრამ ალისონთან დაკავშირებით ამას ველოდები“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა, ოთხი პრემიერლიგაში, სამი ჩემპიონთა ლიგაზე და ერთიც ინგლისის ლიგის თასზე.
„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, ისევ მამარდაშვილი ითამაშებს, სანაკრებო პაუზის კი, როგორც სლოტმა თქვა, ალისონის დაბრუნებაა მოსალოდნელი.






