„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის თავს ვერ შეადარებს. ის უბრალოდ ცდილობს, რომ თავისი გზით წავიდეს და განვითარდეს:
„თუ მეტოქე გუნდის გულშემატკივრები მისტვენენ, ეს იმიტომ ხდება, იციან, რომ მოედანზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. სხვა ფეხბურთელი რომ ვიყო, არ დამისტვენდნენ.
მესის გოლებს ჩემი გოლები ჰგავს? არა, არა. მესიმი ათასობით ასეთი გოლი გაიტანა, ამიტომ, მას თავს ვერ შევადარებ. უბრალოდ, ვცდილობ, გავუმჯობესდე და ჩემი გზით წავიდე“, - თქვა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.






