ფეხბურთი

23:50 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის "შტურმი" "ნოტინგემს" დაუზავდა

ევროპა ლიგის მესამე ტურში გრაცის „შტურმმა“ „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლა, რომელსაც უგოლოდ დაუზავდა.

ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ნახევარმცველს კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ყველა ტურნირზე მისი სტატისტიკა ასეთია: 14 მატჩი, 8 გოლი, 1 საგოლე პასი. „შტურმს“ ევროპა ლიგაზე ოთხ მატჩში 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 27 ნოემბერს, „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.

კონფერენს ლიგზე დონეცკის „შახტარმა“ 2:0 აჯობა „ბრეიდაბლიკს“, ირაკლი აზაროვი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „შახტარს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში გასვლაზე „შემროკ როვერსს“ დაუპირისპირდება.

ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად ფინურ „კუპსთან“ 1:3 დამარცხდა. გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. „სლოვანი“ უქულოდ 33-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091122