ფეხბურთი

22:22 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "როცა კარიერას დავასრულებ, უფრო მეტად დავაფასებ ყველაფერს, რასაც მივაღწიე"

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს.

როგორც მან აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება მუნდიალს და მისი მოგების განცდა შვილების დაბადებას შეადარა:

„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური და დაუვიწყარი იქნება. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, იგივე გრძნობა ვიგრძენი, რაც ჩემი შვილების დაბადებისას. ეს გრძნობა ძნელი ასახსნელია, იმდენად განსაკუთრებული და უზარმაზარია, რომ რასაც არ უნდა ვამბობდე, ყოველთვის არასაკმარისი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უდიდესი მიღწევაა.

ჩემი მემკვიდრეობა ფეხბურთში? ეს არ არის ის, რაზეც მიფიქრია ან რაზეც ვნერვიულობდი. როდესაც კარიერას დავასრულებ, წლების განმავლობაში, ცხადია, ბევრად უფრო მეტად დავაფასებ ყველაფერს, რაც კარიერაში გავაკეთე და რასაც პროფესიონალურად მივაღწიე. მაგრამ ჯერ დროა გავაგრძელო ტკბობა და თამაში.

ბარსელონას დატოვება რთული იყო, მთელი ცხოვრება იქ გავატარეთ. არგენტინა 13 წლის ასაკში დავტოვე, ჩემი მეუღლე კი 20 წლის ასაკში ჩამოვიდა. პარიზი სხვადასხვა მიზეზის გამო არ მომწონდა. ის განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მიჩვეული ვიყავი. მაიამი? არჩევანი ჩემი ოჯახის გამო გავაკეთე“, - თქვა მესიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097897