ფეხბურთი

15:18 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის მაიამის გასაღები გადასცეს

მაიამის მერმა ფრენსის სუარესმა „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის, ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.

„მინდოდა ეს გასაღები თქვენთვის გადმომეცა ყველაფრისთვის, რაც ჩვენი დიდი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ფეხბურთის სამყაროსთვის გააკეთეთ. მადლობა“, - უთხრა სუარესმა მესის ცერემონიის დროს.

38 წლის არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ივლისიდან თამაშობს. წლეულს მან ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

„მადლობა, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მართალია, როგორც ახლახან ვთქვი, ჩვენ ძალიან გვიყვარს, მადლიერები და ბედნიერები ვართ, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, - თქვა მესიმ.

2025 წლის სეზონში თავდამსხმელმა ყველა შეჯიბრში 38 მატჩში 35 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097199