სხვა

14:42 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ოვეჩკინი ისტორიაში პირველი ჰოკეისტი გახდა, რომელმაც NHL-ის რეგულარულ სეზონში 900 გოლი გაიტანა

„ვაშინგტონ კეპიტალზის“ თავდამსხმელმა ალექსანდრ ოვეჩკინმა ეროვნული ჰოკეის ლიგის რეგულარულ სეზონში თავისი მე-900 გოლი გაიტანა. ეს მოხდა ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის მატჩში, „სენტ ლუისის“ წინააღმდეგ (6:1).

ოვეჩკინი გახდა პირველი მოთამაშე ჰოკეის ისტორიაში, რომელმაც NHL-ის რეგულარულ სეზონში 900 გოლი გაიტანა.

ეს გოლი 40 წლის თავდამსხმელის მესამე გახლდათ ამ სეზონში ჩატარებულ 13 თამაშში. კარიერაში 1504 შეხვედრაში მან 900 შაიბა გაიტანა და 731 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094449