„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ხუთ მატჩში სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაიტანა გოლი, იტყობინება Squawka სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ (4:1) გაიტანა გოლი, რითაც ჩემპიონთა ლიგაში თავისი მიჯრით გატანილი გოლების სერია ხუთ თამაშამდე გაზარდა.
მანამდე მსგავსი გოლების სერია მას „დორტმუნდში“ (2020/21) და „ზალცბურგში“ (2019/2020) ჰქონდა.
ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს. თავდამსხმელის კონტრაქტი კლუბთან 2034 წლამდეა გათვლილი. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.









