„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში „ბრიუგესთან“ 16 წუთსა და 35 წამში ორი გოლი გაუშვა - ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გუნდის ორი გოლით ჩამორჩენის ყველაზე ადრეული შემთხვევაა, გვამცნობს OptaJose სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
თავად მატჩი 3:3 დასრულდა. კატალონიური კლუბი მატჩის განმავლობაში სამჯერ ჩამორჩა.
ოთხი ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ შვიდი ქულით ცხრილში მე-11 ადგილზეა. „ბრიუგე“ კი ოთხი ქულით 22-ზე.
შემდეგ ტურში „შავ-ლურჯები“ 26 ნოემბერს გასვლით მატჩს გამართავენ „სპორტინგთან“, ხოლო „ბლაუგრანა“ 25 ნოემბერს „ჩელსის“ ეწვევა.









