„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „პაფოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ასე თუ ითამაშებენ, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლებელი იქნება.
„თუ არ აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო და მოწინააღმდეგეს პატივს არ სცემს, ეს შეიძლება მოხდეს. რაც დაგეგმილი გვქონდა, თითქმის არაფერი გავაკეთეთ. რთულია ახსნა მატჩის დასაწყისში განიავებული შანსები. ჩვენ რომ ინტენსიურად და ამბიციურად გვეთამაშა, ამ ორ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით. ეს უბრალოდ ჩემი აღქმაა, რომელიც შეიძლება მცდარი იყოს. ვფიქრობ, რომ ამ შანსებს „სიტის“ ან „იუვეს“ წინააღმდეგ თამაშისას ხელიდან არ გავუშვებდით.
აქ ნაჩვენები თამაშის შემდეგ შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ. დღეს თავმდაბლები არ ვიყავით, მეტოქეს პატივი არ ვეცით და საკუთარი თავიც მოვიტყუეთ. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და დღევანდელი თამაშით წაგება ბუნებრივი იყო. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს ვითამაშეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლებელი იქნება.
ძალიან კარგად ვიბრძოლეთ სამი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ წინა ტურებში. დღეს „პაფოსის“ მიმართ თავმდაბლობა და პატივისცემა გვაკლდა. ამაში მე ვარ დამნაშავე“, - თქვა მარსელინომ.
„ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში ერთადერთი ქულა აქვს, მომდევნო ტურში სტუმრად „დორტმუნდს“ შეხვდება.







