სხვა

16:30 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი UFC-ში - აიზეკ დულგარიანი ორგანიზაციიდან გარიცხეს

2 ნოემბერს UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა, თუმცა უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია. საუბარია აიზეკ დულგარიანისა და კუბელი მებრძოლის იადიერ დელ ვალს შორის გამართულ დაპირისპირებაზე, რომელიც პირველსავე რაუნდში კუბელის გამარჯვებით დასრულდა.

აღნიშნულ ბრძოლაში ბუკმეკერების აზრით ძალიან დიდი ფავორიტი იყო აიზეკ დულგარიანი, თუმცა ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე საეჭვოდ ძალიან ბევრი ფსონი დაიდო იმაზე, რომ დელ ვალი დულგარიანს პირველსავე რაუნდში მოუგებდა, რაც მართლაც ასე მოხდა. აიზეკი ბრძოლის დროს საკმაოდ უცნაურად იქცეოდა და უცნაურ შეცდომებს უშვებდა. ეს ყველაფერი არ გამოჰპარვია UFC-ის მიერ დაქირავებულ კომპანია IC360-ს, რომელიც პასუხისმგებელია, რომ ივენთებზე მსგავსი ფაქტები არ მოხდეს.

ბოლო სიახლეების მიხედვით საქმეში ჩართულია უკვე FBI, რომელიც აღნიშნული ბრძოლის გარდა კიდევ 100-ზე მეტ ბრძოლას იკვლევს და ამასთან ერთად ჯეისონ ჰერცოგის და სხვა მსაჯების მოკვლვაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ UFC-იმ აიზეკ დულგარიანი ორგანიზაციიდან ოფიციალურად გარიცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092633