სხვა

16:23 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნათია გადელია 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ იასპარეზა, რომელიც ჩემპიონი გახდა.

ძალოსანმა ატაცში 106 კილოგრამი დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადელიამ აკვრაში დაძლეული 135 კილოგრამით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამითაც ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ ნათიამ 6 ცდა გამოიყენა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 20 და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით გამოდიან და უკვე არაერთი მედალი მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159071