ლონდონის „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში პრაღის „სლავიასთან“ მატჩში ვიქტორ გიოკერეში ვერ დაეხმარება. შვედი ფორვარდი ტრავმირებულია.
ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი, მაგრამ როგორც „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თქვა, შეშფოთებულია:
„გიოკერეში ხელმისწვდომი არაა, დღეს არ უვარჯიშია. ტრავმის ხარისხის გასაგებად დამატებითი ტესტები და კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩავატაროთ. ვნერვიულობ, რადგან კუნთებზე სერიოზული პრობლემები არ ჰქონია და მოედნის დატოვება მოუწია, იმიტომ, რომ რაღაც იგრძნო, რაც არასდროსაა კარგი ნიშანი, განსაკუთრებით ასეთი ფეხბურთელისთვის“, - თქვა არტეტამ.
ვიქტორ გიოკერეშმა მიმდინარე სეზონში „არსენალის“ მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა.






