სერბული „რადნიჩკის“ მთავარი მწვრთნელი მლადენ ჟიჟოვიჩი სერბეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში „მლადოსტთან“ მატჩის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.
მისი გუნდი იგებდა (2:0), როდესაც გონება დაკარგა და დაეცა. ფეხბურთელები და სტადიონზე მყოფი ყველა ადამიანი შოკში იყო. 44 წლის სპეციალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.
მლადენ ჟიჟოვიჩი რამდენიმე დღის დანიშნული იყო „რადნიჩკში“, მანამდე სამშობლოში მუშაობდა, ხოლო ფეხბურთელობისას ბოსნიის ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა.







