ბრაზილიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "ფორტალეზას" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ნეიმარი და 24 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯარიმის შესრულების ახალი მეთოდი შემოგვთავაზა. ნეიმარმა დარტყმის დროს პაუზა გააკეთა, ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელები აახტუნა და დარტყმა ამის შემდეგ შეასრულა, თუმცა მას ამ მომენტში მეკარემ აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ნეიმარს 7 მატჩის გამოტოვება მოუწია. ბრაზილიელმა"სანტოსში" დაბრუნების შემდეგ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









