სხვა

19:50 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ხორავას ვერცხლის მედალი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 77 კგ წონით კატეგორიაში ნანა ხორავა ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მან ატაცში 100 და 105 კგ დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში დაძლეული 121 და 125 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, აღსანიშნავია, რომ აკვრაში დაფიქსირებული შედეგი იმ მომენტში ევროპის რეკორდი იყო. ხორავამ ორჭიდში მოგროვილი 230 კილოგრამით კი კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ნანა ხორავას მიერ ნაჩვენები შედეგები სამივე დისციპლინაში საქართველოს რეკორდია. ძალოსანმა ატაცისა და აკვრის რეკორდები 5- 5, ხოლო ორჭიდის 10 კილოგრამით გააუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096687