ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის რეკორდი დაამყარა.
88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ატაცში 154 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 191 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ორჭიდის ჯამს, მას 345 კილოგრამი დაუგროვდა და ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
დღეს, მიმდინარე ევროპირველობაზე 20 და 23 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრების 5 წევრი იასპარეზებს. კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე გოგა ჯაჯვანი, გერვასი თაბაგარი, ზურაბ მსხალაძე, მანუჩარ გოგოხია და ნანა ხორავა გამოვლენ.
დღევანდელი დღის განრიგი შემდეგნაირია:
16:00 სთ U20 გოგა ჯაჯვანი 94 კგ.
გერვასი თაბაგარი 94 კგ.
18:00 სთ. U20 ნანა ხორავა - 77 კგ.
20:00 სთ U23 ზურაბ მსხალაძე 88 კგ. მანუჩარ გოგოხია 88 კგ.









