რაგბი

13:18 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

crocobet დიდი 10-ის მერვე ტურის პირველ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ და ბრინჯაოს მედალოსანმა რუსთავის ‘ხარებმა’ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და მიმდინარე სეზონში მეორე ფრე დააფიქსირეს - 14:14.

„ბათუმი არენაზე“ სტუმრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. თამაში ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო, მე-5 წუთზე მათ მოლი ააგორეს და გელა მახარაშვილმა ლელო გაიტანა. დავით მოძღვრიშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, თუმცა მერე ჯარიმა გაიტანა და ‘ხარები’ 8:0 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი 9 წუთის დაწყებული იყო როდესაც მოძღვრიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა. ‘ბათუმმა’ იქვე კარგი შეტევით უპასუხა და რომა მახათაძემ ლელო გაქვითა, ბუბა ნოზაძემ კი გარდასახა. ტაიმის შუაში მოძღვრიშვილმა ჯარიმით სტუმართა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. მასპინძლებმა ტემპს უმატეს, 65-ე წუთზე ხელდახელ შეუტიეს და გიორგი წიკლაურმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ნოზაძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და 14:14 დაფიქსირდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის’ ცენტრი კავეკინი ტაბუ გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095267