„მონაკოს“ მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან პოკონიოლიმ ისაუბრა ტრავმაზე, რომელიც მისი გუნდის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ვარჯიშზე ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს მიიღო.
„პოლმა გუშინ ვარჯიშზე ტერფის ტრავმა მიიღო. ველოდებით ტრავმის სიმძიმის დადასტურებას, მაგრამ დიახ, ის ხვალ ვერ შეძლებს თამაშს. მან ტერფი ოდნავ დაიზიანა და შემდგომი ტესტების შედეგებს უნდა დაველოდოთ. პოგბამ გუშინ ვარჯიშის დასრულება შეძლო, ამიტომ ეს შეიძლება დადებითი ნიშანი იყოს, მაგრამ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და დღეს ის 100%-ით მზად არ გახლდათ ფეხზე დატვირთვისთვის“, - ციტირებს პოკონიოლის სიტყვებს RMC Sport.
ფეხბურთელს ვარჯიშზე შეჯახების დროს ტერფი დაულურჯდა. ნახევარმცველმა დღეს ჯგუფური ვარჯიშების დროს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა. კლუბი მოთამაშის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ელოდება.






