ფეხბურთი

18:49 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "დაცვით კმაყოფილი ვარ, არასტაბილურობაზე არ ვდარდობ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნიცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, არ ნერვიულობს ლიგა 1-ში არასტაბილურ შედეგებზე, რადგან სეზონი ძალიან გრძელია. ესპანელი კმაყოფილია დაცვის თამაშითაც:

"ლიგა 1-ში არასტაბილურობა? ეს ცხოვრებაა, ეს ფეხბურთია. ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. თუ ლიგა 1-ში, ბევრი მატჩი გვაქვს შედეგების გასაუმჯობესებლად. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა გასული სეზონის სტარტისგან განსხვავდება და ეს სასიამოვნოა. თუმცა, ჩვენი მიზანია ყველა მატჩის მოგება, ეს ჩვენი მენტალიტეტია. საბოლოო ჯამში, ლიგა 1-ს ყველაზე სტაბილური გუნდი მოიგებს, ამჟამად პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ შეგვიძლია თამაშის გაუმჯობესება.

ტრავმები პროფესიონალი ფეხბურთელების ცხოვრების ნაწილია. არ არის სასიამოვნო მოთამაშის ტრავმა, მაგრამ ახლა ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ეს ძალიან პოზიტიურია.

სიმართლე გითხრათ, წელს დაცვით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე შარშან სეზონის ამ ეტაპზე ვიყავი. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვერ იღებ იმ შედეგებს, რასაც იმსახურებ. ვფიქრობ, რომ იმაზე მეტი გოლი გავუშვით, ვიდრე ვიმსახურებდით. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ამ მხრივ თამაშს ვაუმჯობესებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიცას“ მატჩი პირველ ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093954