ფეხბურთი

0:15 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "სანამ თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია ვითამაშო"

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას იღებს და მანამდე ითამაშებს, სანამ ფიზიკური კონდიციები ამის შესაძლებლობას მისცემს:

„მიყვარს კონკურენცია, მიყვარს თამაში. ბავშვობიდან ყოველთვის მსიამოვნებდა და დღემდე ისევე მსიამოვნებს, როგორც მთელი ცხოვრება. თამაშის მიმართ დღემდე იგივე გრძნობა მაქვს: გუნდის დახმარების სურვილი. ჩემი მაქსიმუმის გაკეთება და ყოველ ჯერზე, როცა ვთამაშობ, გამარჯვება მინდა. კონკურენტუნარიანი ვარ და ვცდილობ, ეს გუნდს გადავცე. სანამ თავს კარგად ვგრძნობ და ფიზიკურად კარგად ვარ, შემიძლია გავაგრძელო თამაში“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101273