ცოტახნის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებებს შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს ჯგუფში მეორე მარცხი იყო და შესაბამისად საკვალიფიკაციო ეტაპს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა. საბერძნეთის გარდა ჩვენს ჯგუფში ისლანდიის ნაკრები იყო, რომელთანაც 1:5 დავმარცხდით.
დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 49-ე წუთზე ანდრია ბარათაშვილის ლამაზი ჯარიმის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ნაკრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ბერძნებმა ჯერ ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო 70-ე წუთზე პაპასარაფიანოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ტავისი გინდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ცნობისთვის, პირველ ადგილზე 6 ქულით გავიდა ისლანდია, რომელმაც საბერძნეთიც დაამარცხა, მეორე ადგილზე საბერძნეთი 3 ქულიტ, ხოლო საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი უქულოდ დაასრულა.






