ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში "ელ კლასიკო" გაიმართა, სადაც მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და 2:1 იმარჯვა. შეხვედრის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მადრიდელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვინისისუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს ვინც მოვიდა სტადიონზე და გულმოდგინედ მხარს გვიჭერდა მთელი მატჩის განმავლობაში. ამ მატჩს განსაკუთრებიტ ველოდებოდით და "ელ კლასიკოში" გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია.
ჩვენ ფეხბურთელები ვცდილობთ ბალანსის დავიცვათ, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის. ასეთია "ელ კლასიკო" სადაც ბევრი რამ ხდება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.
ჩვენ არ გვინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ, არც ახალგაზრდა ფეხბურთელებს და არც გულშემატკივრებს, რადგან ვიცით, რომ როდესაც მოედანზე გავდივართ, ჩვენ მხოლოდ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ." - დაწერა ვინისიუსმა.
ცნობისთვის, ვინისუს ჟუნიორი ჩაბი ალონსომ 72-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო და პირდაპირ გასახდელში გაეშურა.
შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ "რეალს" 27 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო "ბარსელონა" 22 ქულით მეორე ადგილს იკავებს.






