„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „ლაციოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ხორვატმა თქვა, მას თავისი მომავალი არ აინტერესებს და გუნდის კრიზისიდან გამოყვანაზე ფიქრობს:
„რთული პერიოდია. უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ და ერთიანობა შევინარჩუნოთ. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, ამ სიტუაციაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი. მთავარია, ახლა ერთიანობა შევინარჩუნოთ და ერთ გამარჯვებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. აწმყოთი ვცხოვრობ, ჩემი მომავალი არ მაინტერესებს, გამოსავლის პოვნაზე ვმუშაობ. დაცვაში შეცდომებს ვუშვებთ, გოლს ყოველთვის ვუშვებთ და გატანას ვერ ვახერხებ, ეს დიდი პრობლემაა, ახლა ნამდვილად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ“, - თქვა ტუდორმა.
„იუვენტუსი“ სერია A-ში 12 ქულით მერვე ადგილზეა. ტურინულ გრანდს 13 სექტემბრის შემდეგა არ მოუგია (5 ფრე, 3 წაგება), ბოლო სამი მატჩი წააგო, ბოლო 394 წუთია, რაც გოლიც ვერ გაიტანა.






