ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბრაიტონს“ შორის დასრულდა. მანკუნიანელებმა 4:2 გაიმარჯვეს.
მატეუს კუნიამ „წითელი ეშმაკები“ 24-ე წუთზე დააწინაურა, კაზემირომ გუნდის უპირატესობა 34-ე წუთზე გააორმაგა, ხოლო ბრაიან მბემომ „მანჩესტერისთვის“ მესამე გოლი 61-ე წუთზე გაიტანა.
შემდეგ სტუმართა ჯერი დადგა: ჯერ დენი უელბეკმა 74-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ხარალამპოს კოსტულასმა მეორე გოლი 90+2 წუთზე გაიტანა.
მბემომ 90+7 წუთზე დუბლი შეასრულა და თავისიანებს 4:2 გაამარჯვებინა.
ამ თამაშის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 16 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ბრაიტონი“ 12 ქულით მე-12-ზე.
„წითელი ეშმაკები“ შემდეგ მატჩში 1 ნოემბერს „ნოტინგემ ფორესტს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან, ხოლო „ბრაიტონი იმავე დღეს „ლიდს იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-9 ტური. 25 ოქტომბერი: ნიუკასლი - ფულემი 2:1, ჩელსი - სანდერლედი 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი 4:2, ბრენტფორდი - ლივერპული მოგვიანებით გაიმართება.






