„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის კომენტარმა ესპანურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
იამალმა იბაი ლიანოსთან სტუმრობისას თქვა, რომ მადრიდის „რეალი“ „ქურდია“:
„რეალი“ იპარავს და წუწუნებს“, - აღნიშნა იამალმა ხუმრობით, რადგან დარბაზში მის სიტყვებს სიცილი მოჰყვა, მაგრამ აჟიოტაჟი გაცილებით სერიოზულია.
El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ედუ აგირემ „ბარსას“ ფეხბურთელი ღიად გააკრიტიკა: „ის ვერ აცნობიერებს, რა უნდა თქვას. 18 წლისაა, „ბარსას“ და ესპანეთის ნაკრების ლიდერია, თავი ფეხბურთის მეფე ჰგონია. არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია იმის თქმა, რომ რომელიმე კლუბი იპარავს“, - აღნიშნა აგირემ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, 19:15 საათზე გაიმართება.





