ფეხბურთი

14:08 | 24.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ფუტსალში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი A ჯგუფში ითამაშებს, მასპინძელ ლატვიასთან ერთად, შესაბამისად, მატჩებს რიგაში ჩაატარებს. ჯგუფში ამ ორი გუნდის გარდა, საფრანგეთი და ხორვატია იქნებიან.

ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი: ლატვია, ხორვატია, საქართველო, საფრანგეთი

B ჯგუფი: ლიეტუვა, სომხეთი, ჩეხეთი, უკრაინა

C ჯგუფი: სლოვენია, ბელარუსი, ესპანეთი, ბელგია

D ჯგუფი: იტალია, უნგრეთი, პორტუგალია, პოლონეთი

საქართველოს ნაკრების კალენდაერი ჯგუფურ ეტაპზე

ლატვია - საქართველო (21 იანვარი)

ხორვატია - საქართველო (25 იანვარი)

საქართველო - საფრანგეთი (28 იანვარი)

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094918