თამაშგარე

15:46 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინის ცოლმა ბავარია შეიყვარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი შემტევის, ჰარი კეინის ცოლმა, ქეითი გუდლენდმა როგორც ქნა აღარა, რომ საცხოვრებლად ინგლისს და ნისლიან ლონდონს მზით გაჩახჩახებული ბავარია ნამდვილად სჯობია და მიუხედავად იმისა, რომ წყვილი და მათი ოთხი შვილი თავს ლონდონშიც შესანიშნავად გრძნობდნენ, გნებავთ კლიმატით და გნებავთ საჭმელ-სასმელით, ბავარია მაინც შეუდარებელია.

ჰარი კეინი და ქეითი გუდლენდი იმ იშვიათ ცოლ-ქმართაგანი არიან, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და მეგობრობდნენ. მეტიც - ისინი ერთად დადიოდნენ სკოლაში. თანაცხოვრებაც ადრეულად დაიწყეს. ამის მიუხედავად, ოფიციალურად დაქორწინება მხოლოდ 2019 წელს მოახერხეს და ამაში ქეითის როლი და აქტიურობა იყო გადამწყვეტი.

სხვათაშორს, ქეითი გუდლენდი ადრე ფიტნესინსტრუქტორი იყო და სპორტული მეცნიერების სკოლაშიც კი სწავლობდა. კეინი ამბობს, რომ ცოლს ყველაზე მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევს თავის ცხოვრებაში და ხშირად აღუნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი არის მაშინ, როდესაც ოჯახთანაა. ბულვარული მედიის მოკალმენი კი ხორხოცობენ და ამბობენ - ჰარი კეინი ცოლს ხელში ისე უჭირავს, როგორც მსაჯს სასტვენიო...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100856