ბრიტანელი მოდელი და ტელეწამყვანი ბიანკა გასკოინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ გასკონის გერობით მოხვდა. პოლმა 1986 წელს დაბადებულ ბიანკას საკუთარი გვარი მისცა და მიუხედავად იმისა, რომ დედამის მატილდას დაშორდა, მის ქალიშვილთან ურთიერთობა და მეგობრობა არასოდეს შეუწყვეტია.
უკანასკნელ პერიოდში ბიანკას ცხოვრებაში ისევე როგორც მის მამინაცვალს, უცნაურობები მოუმრავლდა და ეს უცნაურობები მის ჯანმრთელობასაც კი შეეხო. თურქეთში დასასვენებლად ყოფნისას გოლფის თამაშის დროს ფეხი ისე დაიზიანა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაღებებზე ვეღარ მივიდა და მსუყე კონტრაქტი დაკარგა.
პირად ურთიერთობებშიც ვერ ვიტყვით რომ დალაგებულად აქვს საქმეები ბიანკა გასკოინს. პროდიუსერსა და ყოფილ პარტნიორ არონ ვაიტს სკანდალურად და წივილ-კივილით დაშორდა. მას შემდეგ კი კაცების ხსენებაც არ უნდა და გათხოვებაზე ისეთი რეაქცია აქვს, როგორც მის მამინაცვალს მწვრთნელ გლენ ჰოდლის დანახვისას ჰქონდა.









