ფეხბურთი

14:10 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილმა ნიღბით უნდა ივარჯიშოს

„ჰამბურგის“ ქართველ მცველს გიორგი გოჩოლეიშვილს უახლოეს პერიოდში ნიღბით თამაში მოუწევს.

გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე დაშავდა, როდესაც ძელს შეეჯახა და საკმაოდ სერიოზული დაზიანებაც მიიღო. მას სახეზე ისევ აღენიშნება სილურჯეები, ნაკაწრები და მძიმე ჭრილობის კვალი.

როგორც Mopo.de წერს, უახლოესი ვარჯიშები გამოაჩენს, შეძლებს თუ არა, გიორგი ვარჯიშს ნიღბით. ჯერჯერობით, უცნობია, ითამაშებს თუ არა, ის ბუნდესლიგის უახლოეს ტურში „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ.

გიორგი გოჩოლეიშვილს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და „ჰამბურგის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნევა, ხოლო „ლაიფციგის“ წინააღმდეგ სწორედ დაზიანების გამო ვერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089321