საქართველოს ნაკრებისა და „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი „ტორინოს“ დაუკავშირეს.
როგორც იტალიური საიტი Calcioline წერს, ტურინული გუნდის სპორტული დირექტორი დავიდე ვანიატი ყურადღებით აკვირდება სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელებს და „შტურმის“ ნახევარმცველის გადაბირება შეიძლება 5 მილიონ ევროზე ნაკლებად შეძლოს. სხვა დეტალებზე გამოცემა ამჟამად არ წერს.
კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ავსტრიული გუნდის გამოკვეთილი ლიდერია. ისე ბოლო ორ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
29 წლის კიტეიშვილს „შტურმის“ მაისურით 238 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი, მან ორ-ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი და ავსტრიის თასი მოიგო.
„ტორინოში“ ამჟამად საბა საზონოვი ირიცხება, თუმცა, ეს უბრალოდ ფორმალურად, რადგან ქართველი სერია A-ს განაცხადშიც კი არ შეიყვანეს და საბამ „ხარების“ რიგები ზამთარში აუცილებლად უნდა დატოვოს.









