ფეხბურთი

11:00 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს ფანტასტიკური გოლი და ჟოაო ფელიქსის ჰეთ-თრიქი

საუდი პრო ლიგის მეხუთე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ ფატე“ 5:1 გაანადგურა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

პორტუგალიელმა 59-ე წუთზე პენალტი გააცუდა, მაგრამ ერთ წუთში შორი მანძილიდან მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა.

ჰეთ-თრიქი შეასრულა ჟოაო ფელიქსმა, ხოლო ერთი გოლიც კინგსლი კომანმა გაიტანა.

„ალ-ნასრი“ ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 15 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, „ალ ჰაზემს“ ესტუმრება. რონალდუს აქტივში 5 გოლია და ბომბარდირებში მხოლოდ თანაგუნდელ ჟოაო ფელიქსს ჩამორჩება, რომლის აქტივში 8 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174419