საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „მარსელმა“ „ლე ავრი“ 6:2 გაანადგურა და გალიდერდა.
„ლე ავრი“ თავიდან იგებდა, მაგრამ 34-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, რითაც რობერტო დე ძერბის გუნდმა ისარგებლა. შესანიშნავი იყო მეისონ გრინვუდი, რომელმაც პოკერი შეასრულა. სწორედ ინგლისელის დიდებული გარჯით „მარსელი“ 4:1 დაწინაურდა. შემდეგ „ოლიმპიკმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა, ერთხელ „ლე ავრმაც“ და 6:2.
შედეგად, „მარსელმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა.
„მარსელი“ ლიგა 1-ში 8 ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს „პარი სენ-ჟერმენს“.






