იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში „რომასა“ და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი „ინტერის“ გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
მილანელთა კოტ-დ'ივუარელმა თავდამსხმელმა ანჟე-იოან ბონიმ მატჩის ერთადერთი ბურთი მე-6 წუთზე გაიტანა. საგოლე გადაცემა ნიკოლო ბარელამ შეასრულა.
ახლა სამ გუნდს მოუგროვდა 15 ქულა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერი „ინტერია,“ მეორე ადგილზე „ნაპოლია,“ მესამეზე - „რომა.“
იტალია. სერია A. მე-7 ტური. 18 ოქტომბერი: ლეჩე - სასუოლო 0:0, პიზა - ვერონა 0:0, ტორინო - ნაპოლი1:0, რომა - ინტერი 0:1.






